ჩრდილოეთ კორეა

ჩრდილოეთ კორეამ ახალი ტაქტიკური ბალისტიკური რაკეტა გამოსცადა

ჩრდილოეთ კორეის სახელმწიფო მედიის ინფორმაციით, ქვეყნის შეიარაღებულმა ძალებმა ახალი ტაქტიკური ბალისტიკური რაკეტები გამოსცადეს. 

მედიის ინფორმაციით, ჩრდილოეთ კორეის ლიდერი, კიმ ჩენ ინი კმაყოფილი დარჩა ახალი იარაღის გამოცდით და აღნიშნა, რომ საჭიროა კონვენციური იარაღისა და ბირთვული შესაძლებლობების გაძლიერება გარე საფრთხისგან ქვეყნის დასაცავად.

გასულ კვირას, ჩრდილოეთ კორეის სამთავრობო მედიამ ურანის გასამდიდრებელი ქარხნის უიშვიათესი სურათები გამოაქვეყნა

კადრები, რომლებზეც ასახულია ჩრდილოეთ კორეის ლიდერის მიერ ბირთვული ობიექტების ვიზიტი 13 სექტემბერს ჩრდილოეთ კორეის სამთავრობო სამაუწყებლო მედიამ გაავრცელა. თავისი ვიზიტის ფარგლებში კიმ ჩენ ინმა ურანის გასამდიდრებელი ობიექტები დაათვალიერა და პერსონალს ბირთვული იარაღისთვის საჭირო მასალის წარმოების გაზრდისთვის მოუწოდა.

კიმმა მოინახულა ბირთვული იარაღის ინსტიტუტი და იარაღის ხარისხის ბირთვული მასალის საწარმოო ბაზა, რომლებიც გაეროს უშიშროების საბჭოს მრავალი რეზოლუციითა აკრძალული.

 

კომენტარები