ჰოლივუდის დიდების ხეივნის ოფიციალური საიტის ცნობით, ბეტმენი პირველი სუპერგმირი იქნება, რომელსაც დიდების ხეივანში ვარსკვლავს გაუხსნიან.
"ჰოლივუდის სავაჭრო პალატა ამაყია, რომ პატივს მიაგებს ჩვენს პირველ სუპერგმირს ჰოლივუდის დიდების ხეივანში!
ეს მსოფლიოს მასშტაბით არაერთ ფანს გაახარებს, როცა გაიგებენ, რომ ბეტმენს მისი ვარსკვლავი ექნება ბეტმენის სატელევიზიო ვერსიის ვარსკვლავის, ადამ ვესტის და ბეტმენის თანაშემქმნელის, ბობ კეინის გვერდით". - თქვა ანა მარტინეზმა, ჰოლივუდის დიდების ხეივნის პროდიუსერმა.
ბეტმენის პერსონაჟი მხატვარმა ბობ კეინმა და მწერალმა, ბილ ფინგერმა შექმნა - პერსონაჟი პირველად გამოჩნდა დეტექტივ კომიქსების 27-ე ნომერში, 1939 წლის მაისში.
ამ დროისთვის, ნიღბიან შურისმაძიებელზე გადაღებული ფილმების რაოდენობა, ჯამში 33-ს შეადგენს.
ბეტმენის კინოეკრანიზაციებზე მუშაობდნენ ისეთი ცნობილი რეჟისორები, როგორებიც არიან ტიმ ბარტონი, ჯოელ შუმახერი, კრისტოფერ ნოლანი და მეთ რივზი.
ბნელი რაინდის ვარსკვლავი ჰოლივუდის დიდების ხეივანში 26 სექტემბერს გაიხსნება.