საქართველოში ოფიციალური ვიზიტით სომხეთის პრემიერი, ნიკოლ ფაშინიანი ჩამოვიდა. მისი დახვედრის ოფიციალური ცერემონია მთავრობის ადმინისტრაციაში გაიმართა.
"ნიკოლ ფაშინიანს საქართველოს პრემიერმინისტრმა ირაკლი კობახიძემ უმასპინძლა. შესრულდა ორი ქვეყნის ჰიმნები. საქართველოსა და სომხეთის პრემიერმინისტრებმა ერთმანეთს დელეგაციების წევრები წარუდგინეს.
საქართველოსა და სომხეთის პრემიერმინისტრები მთავრობის ადმინისტრაციაში პირისპირ და გაფართოებულ შეხვედრებს გამართავენ, რის შემდეგაც მედიისთვის ერთობლივი განცხადებები გაკეთდება". - წერს მთავრობის პრესსამსახური.