ჩრდილოეთ კორეის სამთავრობო მედიამ ურანის გასამდიდრებელი ქარხნის უიშვიათესი სურათები გამოაქვეყნა.
კადრები, რომლებზეც ასახულია ჩრდილოეთ კორეის ლიდერის მიერ ბირთვული ობიექტების ვიზიტი 13 სექტემბერს ჩრდილოეთ კორეის სამთავრობო სამაუწყებლო მედიამ გაავრცელა. თავისი ვიზიტის ფარგლებში კიმ ჩენ ინმა ურანის გასამდიდრებელი ობიექტები დაათვალიერა და პერსონალს ბირთვული იარაღისთვის საჭირო მასალის წარმოების გაზრდისთვის მოუწოდა.
კიმმა მოინახულა ბირთვული იარაღის ინსტიტუტი და იარაღის ხარისხის ბირთვული მასალის საწარმოო ბაზა, რომლებიც გაეროს უშიშროების საბჭოს მრავალი რეზოლუციითა აკრძალული.
ვიზიტის ზუსტი დრო და ქარხნის ადგილმდეობარეობა უცნობია.
ჩრდილოეთ კორეის ლიდერმა ქარხნის მუშებს ბირთვული მასალის წარმოების გაზრდისთვის მოუწოდა, რათა ქვეყანა "შეერთებულ შტატებთან და მის მოკავშირეებთან საბრძოლველად" მზად იყოს. კიმის თქმით, მტრების მუქარებმა "წითელი ხაზი გადალახა და ბევრად აშკარა გახდა".
"ჩრდილოეთ კორეა სტაბილურად უნდა აფართოებდეს თავის თავდაცვით და პრევენციული დარტყმის შესაძლებლობებს, საყრდენად კი ჰქონდეს ბირთვული შეიარაღება" - თქვა ჩრდილოეთ კორეის ლიდერმა.
აღსანიშნავია, რომ კადრების გამოქვეყნებამდე წინა დღეს ჩრდილოეთ კორეამ რამდენიმე მცირე რადიუსის ბალისტიკური რაკეტა კორეის ნახევარკუნძულის აღმოსავლეთით მდებარე წყლებში გაისროლა. ივლისის თვის მერე ჩრდილოეთ კორეის მხრიდან ეს იარაღის გამოცდის პირველი მასშტაბური შემთხვევა იყო.