მოლდოვა

მაია სანდუ პრეზიდენტობის კანდიდატად დარეგისტრირდა

მოლდოვის ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ მაია სანდუ პრეზიდენტობის კანდიდატად დაარეგისტრირა. სანდუ მოქმედებისა და სოლიდარობის პარტიიდან არის ნომინირებული.

მოლდოვაში საპრეზიდენტო არჩევნები 20 ოქტომბერს გაიმართება. ამავე დღეს, ჩატარდება რეფერენდუმი, სადაც მოსახლეობა უპასუხებს კითხვაზე: "მხარს უჭერთ თუ არა  ევროკავშირში მოლდოვის გაწევრიანებისთვის კონსტიტუციის ცვლილებას?" 

პრეზიდენტობის მეორე რეგისტრირებული კანდიდატი ალექსანდრ სტოიანოგლოა, რომელიც მოლდოვის პრო-რუსული სოციალისტური პარტიის მიერ არის ნომინირებული.

სტოიანოგლო 2019 წლიდან გენერალური პროკურორის თანამდებობას იკავებდა, თუმცა, ორი წლის შემდეგ ის თანამდებობიდან გაათავისუფლეს მის წინააღმდეგ მიმდინარე გამოძიების გამო. მას ბრალი ედება კორუფციასა და თანამდებობის ბოროტად გამოყენებაში. 

 

კომენტარები