AP News-ი წერს, რომ ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში რუსეთი და აშშ ერთმანეთს გავლენების მოპოვებისთვის უპირისპირდებიან. აფრიკის ამ ქვეყანაში მნიშვნელოვანი ძალაუფლება ვაგნერის ჯგუფს აქვს მოპოვებული. როგორც მედია წერს, გასულ წელს კსკ ვაგნერის ლიდერის, ევგენი პრიგოჟინის მიერ წამოწყებული აჯანყებიდან რამდენიმე საათში კსკ ვაგნერის უდიდესი კლიენტის, ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკის წარმომადგენლებში პანიკა დაიწყო და დასახმარებლად დასავლეთსაც კი მიმართეს.
AP-ს ცნობით, აჯანყების დღეს ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკის ოფიციალურმა წარმომადგენლებმა ამერიკულ უსაფრთხოების კერძო კომპანიას მიწერეს, რომ ჩქარა დაენიშნათ შეხვედრა, რათა თანამშრომლობის საკითხები განეხილათ.
2023 წლის 23 ივნისით დათარიღებულ წერილს მოჰყვა რამდენიმე შეხვედრა, რაც ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკასა და ამერიკული კერძო უსაფრთხოების კომპანია Bancroft Global Development-ს შორის კონტრაქტის გაფორმებით დასრულდა. AP წერს, რომ მათი ათეულობით წყაროს ცნობით, ამ ნაბიჯს რუსი დაქირავებული სამხედროების დიდი უკმაყოფილება მოჰყვა.
გამოცემა წერს, რომ აშშ წლები განმავლობაში ცდილობდა, რომ ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკას კსკ ვაგნერის ნაცვლად სხვა ალტერნატივები ეცადათ. ორი ამერიკელი წყარო ამბობს, რომ 2022 წლის დეკემბერში შედგა რამდენიმე შეხვედრა, რომლებიც უსაფრთხოების დაქირავებული სამხედროების გარეშე გაუმჯობესებას ითვალისწინებდა, თუმცა ეს ყველაფერი უშედეგოდ დასრულდა. AP-ს ერთ-ერთმა წყარომ, რომელიც ანონიმურია, რადგან მოლაპარაკებები გრძელდება, თქვა, რომ ნდობის მოპოვების საფეხურებს არ გასცდელინან.
პარალელურად აშშ-მ ჩადიდან და ნიგერიდან სამხედროები გამოიყვანა. ცნობების მიუხედავად, აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტი ამ წლის დასაწყისში ამბობდა, რომ ბანკროფტის აფრიკსი ცენტრალურ რესპუბლიკაშ გადაყვანასთან დაკავშირებით გადაწყვეტილებების მიღებაში ჩართული არ ყოფილან.
აფრიკაში ყოფილმა კონტრაქტორმა და "ომის ახალი წესების" ავტორმა, შონ მაკფეიტმა AP-სთან თქვა, რომ აშშ აფრიკაში კერძ სამხედრო კომპანიებს საკუთარი ჯარისკაცების შესამცირებლად იყენებდა. მისივე თქმით, ბანკროფტის მსგავსმა კომპანიებმა ვაშინგტონის წესებით უნდა ითამაშონ, თუ მათ სამომავლო მუშაობა სურთ.
AP-ს შეკითხვებს ამერიკელმა ანონიმურმა მაღალჩინოსანმა უპასუხა, რომ კერძო კონტრაქტორებს აფრიკაში იყენებენ, რათა ამ ქვეყნებმა უფრო ეფექტურად მუშაობა შეძლონ. კომპანიებს აშშ აკონტროლებს. მისივე თქმით, აშშ ბანკროფტის მუშაობას ზედამხედველობდა სომალიში, თუმცა არა ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში ან სადმე სხვაგან.
Bancroft Global Development-ი 2011 წელს დაარსებული არაკომერციული ორგანიზაციაა, რომელსაც ადრე Landmine Clearence International-ი ერქვა. უსაფრთხოების კომპანია 9 ქვეყანაში მუშაობს, აქედან 5 აფრიკაში მდებარეობს. ისინი ყველაზე გრძელი ვადით, 15 წელზე მეტი ხნით სომალიში იმყოფებიან, სადაც ალ-შაბაბის ტერორისტული დაჯგუფების წინააღმდეგ სამხედროებს ამზადებენ. გასული წლის შემოდგომიდან გამოჩნდა ნიშნები, რომ ჯგუფმა მუშაობა ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაშიც დაიწყო.
ბანკროფტის დამფუძნებელმა, მაიკლ სტოკმა AP-სთან საუბარში თქვა, რომ დედაქალაქი ბანგიდან ამერიკელ ინსტრუქტორებს დასახმარებლად საკუთარი ნებით მიმართეს.
"ტუადერამ (რედ: ფოსტენ არშანჟ ტუადერა - ცარ-ის პრეზიდენტი) იგრძნო, რომ მისი რუსი პარტნიორები არასათანადოდ მუშაობდნენ და გაფანტულები იყვნენ, ფოკუსირებული იყვნენ სხვა ძალისხმევებზე დაწყებული ლუდსახარშებიდან დამთავრებული კულტურული ცენტრებით, იმის ნაცვლად, რომ აჯანყებულებთან ებრძოლათ." – თქვა ამერიკული სამხედრო კომპანიის დამფუძნებელმა.
სტოკის თქმით, მან ტუადერას წერილი პრიგოჟინის აჯანყების დღეს მიიღო და შეთანხმება სექტემბერში გააფორმეს. დამფუძნებლის თქმით, ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში ბანკროფტის 30-ზე ნაკლები თანამშრომელი მუშაობს, რომლებიც ქვეყანას სადაზვერვო სისტემებით, უწყებებს შორის კოოპერაციითა და კანონის უზენაესობის დაცვით ეხმარებიან. სტოკის თქმით, ცარ-ში ბანკროფტის ინვესტიცია 1.4 მილიონ დოლარს უტოლდება. ორგანიზაცია დაფინანსების დიდ ნაწილს აშშ-სა და გაროს გრანტებით იღებს.
-
რუსეთის ელჩი: ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში ვარჩევთ ადგილს სამხედრო ბაზისთვის
-
ვინ არის დმიტრი სიტიი, რომელიც აფრიკაში ვაგნერის ძალაუფლების შენარჩუნებას ცდილობს
სტოკის თქმით, მისი ჯგუფი რუსების რეაქციას ელოდა. მან თქვა, რომ ბანგიში ვაგნერელების რეაქციას მათი რუსულად მოლაპარაკე თანამშრომელი აკვირდებოდა, ელოდებოდა რუსებთან კონტაქტს, რათა გაერკვია მათი პოზიციები. სტოკის თქმით, ეს პირი იანვარში დააკავეს და რუსები მას საათობით კითხავდნენ მანამ, სანამ სიტუაციაში პრეზიდენტი ტუადერა თავად არ ჩაერთო.
ამ ყველაფრის პარალელურად, მომდევნო თვეებში აშშ-ს კომპანიებისა და მოქალაქეების მიმართ აგრესია გაიზარდა. რამდენიმე ამერიკელი დააკავეს და პასპორტები ჩამოართვეს, როგორც ამას AP-სთან ანონიმური წყარო ამბობს. ამას გარდა, დედაქალაქ ბანგიში ჩატარდა ანტიამერიკული აქციები, რაც ამ ქალაქში ძალიან იშვიათია. ადგილობრივმა ახალგაზრდულმა მოძრაობებმა შექმნეს კომიტეტი, რომელიც ბანკროფტისა და აშშ-ს მოქმედებებს დააკვირდებოდა. აქციებზე ჩანდა კსკ ვაგნერის მხარდამჭერი პოსტერებიც.






