არჩევნები 2024

ბუაძე: იორმუღანლოში ჩვენი კოალიციის წევრი დააკავეს – ეს პოლიტიკური ანგარიშსწორებაა

ძლიერი საქართველოს ერთ-ერთი ლიდერის, საბა ბუაძის თქმით, მათი კოალიციის აქტიური წევრი, ვუსალ კაიბოვი საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ იორმუღანლოში დააკავეს. ბუაძე ამ ფაქტს პოლიტიკურ ანგარიშსწორებად აფასებს.

"ხელისუფლების დაკარგვის შიშისგან აკანკალებული ბიძინა ივანიშვილის რუსული სისტემა პოლიტიკურ დევნას აგრძელებს. გუშინ, 9 სექტემბერს, სოფელ იორმუღანლოში, ჩვენი მხარდამჭერი და აქტიური წევრი, მუსალ კაბაევი მხოლოდ იმის გამო დააკავეს, რომ ის ჩვენს ადგილობრივ ლიდერებთან ერთად შეკრებაში მონაწილეობდა. სრულიად აბსურდული მოცემულობის გამო, ადამიანი დაიჭირეს და ამით პოლიტიკური დავალებისა და დაკვეთის შესრულება გააგრძელეს.

გუშინ ჩვენ პოლიტიკური ანგარიშსწორების კიდევ ერთი ძალიან ცალსახა მაგალითი ვნახეთ [...] რუსალ გეიბოვის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს. ვითომდა ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე, რაღაც გაურკვეველი იარაღი ამოიღეს, რასთანაც იმ სახლში მცხოვრებ ადამიანებს არანაირი შემხებლობა არ ჰქონიათ [...] 26 ოქტომბერს საზოგადოებაში არსებული განწყობა უნდა გავაფორმოთ, სადაც იარაღის ჩადება და პოლიტიკური ნიშნით ადამიანების დევნა დასრულდება". - თქვა საბა ბუაძემ.

კომენტარები