ჩრდილოეთ კორეა

კიმ ჩენ ინის თქმით, ჩრდილოეთ კორეამ ატომური არსენალი საბრძოლო მზადყოფნაში უნდა მოიყვანოს

ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი, 15 იანვარი, 2024
ჩრდილოეთ კორეის მთავრობა

ჩრდილოეთ კორეის სამთავრობო მედია KCNA-ის ინფორმაციით, ქვეყნის ლიდერმა, კიმ ჩენ ინმა განაცხადა, რომ ჩრდილოეთ კორეა ატომური შეიარაღების არსენალს "ექსპონენციურად" გაზრდის, რათა აშშ-სა და მისი მოკავშირეების წინააღმდეგ საბრძოლო მზადყოფნაში იყოს.

KCNA-ს ცნობით, კიმმა 9 სექტემბერს თქვა, რომ ჩრდილოეთ კორეამ უნდა მოამზადოს საკუთარი "ატომური უნარიანობა და მზადყოფნა, რათა ნებისმიერ დროს სათანადოდ გამოიყენოს სახელმწიფოს უსაფრთხოების მხრივ უფლებების უზრუნველსაყოფად".

გავრცელებული ინფორმაციით, ჩრდილოეთ კორეის ლიდერმა ხსენებული განცხადებები ქვეყნის დაარსების წლისთავის აღსანიშნავ ღონისძიებაზე გააკეთა. მან ასევე დაამატა, რომ ძლიერი სამხედრო ძალა საჭიროა, რათა ჩრდილოეთ კორეამ აშშ-სა და მისი "მიმდევრებისგან" წამოსულ საფრთხეს წინააღმდეგობა გაუწიოს.

კომენტარები