პორტუგალიაში, ალკოენტრეს მკაცრი რეჟიმის დაწესებულებიდან 5 პატიმარი გაიქცა. მათ შორის ერთ-ერთი 42 წლის შერგილ ფარჯიანია.
ფარჯიანი ძარცვისთვის, ძარცვის დროს ძალადობისა და დოკუმენტების გაყალბებისთვის 8 წლით იხდიდა სასჯელს.
არსებული ინფორმაციით, გაქცევისას პატიმრები დაელოდნენ, სანამ ციხის მეთვალყურეები ყურადღების გარეშე დატოვებდნენ ციხის შიდა ეზოს და შემდეგ რამდენიმე წუთში გადაძვრნენ 6-მეტრიან ღობეზე, რაშიც გარედან თანამზრახველები დაეხმარნენ. ციხის მიმდებარე ტერიტორიაზე მათ სამი მანქანა ელოდებოდათ.
ქართველის გარდა გაქცეულებს შორის არის ორი პორტუგალიის, ერთი არგენტინისა და ერთი ბრიტანეთის მოქალაქე.
სამართალდამცავებმა გაქცეული პატიმრების ფოტოები გაავრცელეს და მოსახლეობას სიფრთხილისკენ მოუწოდეს.





