ვფიქრობ, ჩემთვის რაც იყო ძალიან მნიშვნელოვანი, აი იმ წარმატების შემდეგ როგორ ვითამაშებდით დღეს. ცოტა მეშინოდა, რომ რაღაც ზედმეტი თავდაჯერება გვექნებოდა, რაღაცა ქართულ ხასიათს მანდ გამოვავლენდით, ხომ იცით, რაღაც კარგის მერე აუცილებლად ვურევთ ხოლმე.
დღეს ფეხბურთელები დავინახე, რომლებიც არიან უკვე ჩამოყალიბებული ფეხბურთელები და მიხარია, რომ ესეთი ახალგაზრდები გვყავს. სიახლეებს რაც შეეხება, დღევანდელ თამაშში გადასვლები რაც გვქონდა, გვიტევდა ჩეხეთის ნაკრები და კონტრშეტევებზე ძალიან მაგრად ვიყავით და ძალიან სწრაფი ფეხბურთელები გვყავს წინ და ალბათ მწვრთნელმაც ძალიან კარგად და სწორედ მოარგო.
გაკვირვებული ვარ, მართალი გითხრათ, ანგარიშით. რა თქმა უნდა, ანგარიშში ძალიან დიდი სხვაობა იყო, თვითონ თამაშში ვაჯობეთ, მაგრამ ამხელა სხვაობით არ გვიჯობნია, მაგრამ იმხელა კლასი გვაქვს წინ, ყველა მომენტი გამოვიყენეთ დღეს.
მართლა ფეხბურთით ვცხოვრობ და მიყვარს ფეხბურთი, დღეს მე ყველაზე მეტ სიამოვნებას ვიღებ ფეხბურთისგან და მინდა რომ არ დამთავრდეს ზღაპარი და მინდა რომ კიდევ მეტ წარმატებას მივაღწიო.





