სალომე ზურაბიშვილი

ზურაბიშვილი: დასაწყისში რომ გითხარით, გამარჯვება იქნება, არის და ასე იქნება ბოლომდე

სალომე ზურაბიშვილი/Facebook

საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა საქართველო-ჩეხეთის მატჩს რესპუბლიკის მოედანზე შეკრებილ გულშემატკივრებთან ერთად უყურა, პრეზიდენტის თქმით, გამარჯვებას ელოდა და "გამარჯვება ასე იქნება ბოლომდე". 

"არ მჭირდება კითხვები, მე გეტყვით ერთ რამეს, დასაწყისში რომ გითხარით, გამარჯვება იქნება, გამარჯვება არის და გამარჯვება ასე იქნება ბოლომდე, ყველა გამარჯვებას ველოდი და ველოდები". - უთხრა პრეზიდენტმა ჟურნალისტებს. 

ჟურნალისტის კითხვას, ნიშნავს თუ არა ეს იმას, რომ გამარჯვებას ელოდება 26 ოქტომბერსაც, პრეზიდენტმა უპასუხა "გაიგეთ როგორც გინდათ, ყველა გამარჯვებას ველოდები". 

ეროვნულმა საფეხბურთო ნაკრებმა ერთა ლიგის მატჩში ჩეხეთის ნაკრები ანაგარიშით 4:1 დაამარცხა. ჩეხეთის კარში გოლები ხვიჩა კვარაცხელიამ, გიორგი ჩაკვეტაძემ, გიორგი მიქაუტაძემ და გიორგი ქოჩორაშვილმა გაიტანეს. 

კომენტარები