უკრაინის უმაღლესმა რადამ საგარეო საქმეთა მინიტრის თანამდებობაზე ანდრიი სიბიგა დაამტკიცა.
სიბიგამ პოსტზე დმიტრო კულება ჩაანაცვლა, რომელიც საგარეო საქმეთა მინისტრის თანამდებობას 2020 წლის 4 მარტიდან იკავებდა.
კულებამ მინისტრთა კაბინეტი საკუთარი ინიციატივით 2024 წლის 5 სექტემბერს დატოვა.
ანდრიი სიბიგა უკრაინელი დიპლომატი და იურისტია. 2016-2021 წლებში იყო უკრაინის ელჩი თურქეთში. 2024 წლის 12 აპრილიდან იკავებდა უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილის პოსტს.





