საქართველოს რკინიგზა

რკინიგზა: 4-5 სექტემბერს, შტადლერის ნაცვლად, რეისებს ჯრტ ტიპის მატარებელი შეასრულებს

საქართველოს რკინიგზის განცხადებით, ტექნიკური მიზეზების გამო, 4 და 5 სექტემბერს თბილისი-ბათუმი-თბილისის მიმართულებით მოძრავი №806/805 ჯრს (შტადლერი) მატარებლის ნაცვლად, რეისებს ჯრტ-ს ტიპის მატარებელი შეასრულებს.

"გაცნობებთ, რომ ტექნიკური მიზეზების გამო, მიმდინარე წლის 4 და 5 სექტემბერს თბილისი-ბათუმი-თბილისის მიმართულებით მოძრავი №806/805 ჯრს (შტადლერი) მატარებლის ნაცვლად, რეისებს შეასრულებს ჯრტ-ს ტიპის მატარებლი.

სამგზავრო ვაგონების განსხვავებული ტევადობის გამო, მგზავრებს დამატებით მოემსახურება ორსართულიანი კომფორტული ავტობუსი.

იგივე ტექნიკური მიზეზით, 2024 წლის 6 სექტემბრიდან გაუქმდება №806/805 მატარებლის მიმოსვლა, რომლის გამოყენებაც  დაგეგმილი იყო 15 სექტემბრის ჩათვლით.

გაუქმებულ რეისებზე ბილეთის თანხა მგზავრებს აუნაზღაურდებათ 100%-ით. ბილეთების დაბრუნება შესაძლებელია 30 დღის განმავლობაში". - წერია განცხადებაში.

გუშინ, 3 სექტემბერს ბათუმი-თბილისის სამგზავრო მატარებელი დიდუბე-ავჭალის მონაკვეთზე სამუშაო პლატფორმას დაეჯახა, რის შედეგადაც ორი რკინიგზის თანამშრომელი დაიღუპა.

კომენტარები