ბათუმი-თბილისის მატარებელი

ბათუმი-თბილისის მატარებელი სამუშაო პლატფორმას დაეჯახა, გარდაცვლილია ორი თანამშრომელი

batumelebi.netgazeti.ge

ბათუმი-თბილისის სამგზავრო მატარებელი დიდუბე-ავჭალის მონაკვეთზე სამუშაო პლატფორმას დაეჯახა, რის შედეგადაც შსს-ს ინფორმაციით, ორი ადამიანი (საქართველოს რკინიგზის თანამშრომლები) გარდაიცვალა.

საქართველოს რკინიგზამ განცხადება გამოაქვეყნა, საიდანაც ვგებულობთ, რომ მგზავრებს შორის დაშავებულები არ არიან.

"დღეს, 3 სექტემბერს, თბილისში, დიდუბე-ავჭალის მონაკვეთზე მომხდარი სარკინიგზო შემთხვევის გამო გარდაიცვალა საქართველოს რკინიგზის ორი თანამშრომელი, რომლებიც გეგმიურ სამუშაოებს ასრულებდნენ. ამ დროისთვის გაჩერებულია ბათუმი-თბილისის მიმართულებით მოძრავი მატარებელი, რომლის მგზავრები არ დაშავებულან.

მომხდარის შესახებ მიმდინარეობს დეტალური მოკვლევა, ხოლო შემთხვევის ადგილზე საგამოძიებო პროცედურები, რის შემდეგაც განხორციელდება ბათუმი-თბილისის მატარებლის ტრანსპორტირება თბილისი ცენტრალის მიმართულებით.

საქართველოს რკინიგზა ღრმა მწუხარებას გამოთქვამს მომხდარი ფაქტის გამო და უსამძიმრებს თანამშრომლებსა და გარდაცვლილთა ოჯახებს". - წერია განცხადებაში.

მომხდართან დაკავშირებით გამოძიება მიმდინარეობს.

კომენტარები