არ შემიძლია არ გამოვეხმაურო ერთ საკითხს, ეს კონსტიტუციის ცვლილებასთან დაკავშირებით და მართლმადიდებელი ეკლესიის როლის და ადგილის გამყარებასთან დაკავშირებით. [...] ეს ნება, რომ კონსტიტუციაში უფრო მდგრად იდგას ჩვენი მართლმადიდებელი ეკლესია სჭირდება საქართველოს, მთლიანად ჩვენს ხალხს.
იმანაც გაიჟღერა, რომ ეკლესიას მიეცეს ვეტოს უფლება. წლების განმავლობაში მიღებული იქნა კანონები, რომელიც სრულად არ ასახავდა ქართველი ხალხის ინტერესებს, მე ასე მიმაჩნია და შესაბამისი უკმაყოფილება გამოუთქვამს ჩვენს მართლმადიდებელ ეკლესიას და თუ ასეთი საშუალება ექნება ეკლესიას, რომ თავისი შეხედულებით, ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე, მართლმადიდებელი ეკლესიის ინტერესებიდან გამომდინარე მიეცემა გინდაც ვეტოს უფლება, ეს ბევრ რამეს გადაწყვეტს და ის კანონები, რომელიც შეიძლება უახლოეს მომავალში შესაცვლელი გახდეს არ ყოფილიყო მიღებული.
ეკლესიამ შეიძლება გამოიყენოს ეს უფლება ან არ გამოიყენოს, მაგრამ მას ამით შეუძლია ისარგებლოს და ისარგებლოს მთელმა ჩვენმა საზოგადოებამ, ამიტომ ეს საკითხი, რომელიც დგას დღის წესრიგში, მიმაჩნია, თუ შევა კონსტიტუციაში ეკლესიას შეუძლია გამოიყენოს საკუთარი შეხედულების მიხედვით.
ფრიდონ ინჯია
ინჯია: ეკლესიას რომ ჰქონდეს ვეტოს უფლება, ეს ბევრ რამეს გადაწყვეტს





