აზერბაიჯანი

აზერბაიჯანში საპარლამენტო არჩევნებში ალიევის პარტიამ გაიმარჯვა

ილჰამ ალიევი
EuroNews

აზერბაიჯანში ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები გაიმართა. წინასწარი შედეგების მიხედვით, ილჰამ ალიევის პარტიამ ენი აზერბაიჯან საპარლამენტო უმრავლესობა შეინარჩუნა.

მმართველი პარტია ახალ პარლამენტში 125 ადგილიდან 69 დაიკავებს. წინა არჩევნების შემდეგ ენი აზერბაიჯანს პარლამენტში 68 ადგილი ეკავა.

აზერბაიჯანის ცენტრალური საარჩევნო კომისიის მონაცემებით საარჩევნო უბნებზე ამომრჩეველთა მხოლოდ 37% მივიდა.

უმსხვილესმა ოპოზიციურმა პარტიამ აზერბაიჯანის სახალხო ფრონტი არჩევნებს ბოიკოტი გამოუცხადა.

კიდევ ერთმა ოპოზიციურმა პარტიამ მუსავათმა 15 წლის განმავლობაში პირველად მიიღო არჩევნებში მონაწილეობა, მაგრამ პარლამენტში ვერც ერთი ადგილი ვერ მიიღო.

"არჩევნები არ ჩატარებულა დემოკრატიულად". – ამბობს მუსავათის ლიდერი არიფ გაჯილი.

პარლამენტში მანდატებს მთავრობის მიერ მართული დამოუკიდებელი კანდიდატები და პროსამთავრობო, ფსევდოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები მიიღებენ.

წლევანდელი აზერბაიჯანის საპარლამენტო არჩევნები ევროპის საბჭოს დამკვირვებლების გარეშე გაიმართა.

ალიევმა პარლამენტი დეპუტატების თხოვნით მიმდინარე წლის ივნისში დაითხოვა და ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები დანიშნა. 

წელსვე გაიმართა ვადამდელი საპრეზიდენტო არჩევნები, რომელზეც ილჰამ ალიევმა ხმათა უმრავლესობით გაიმარჯვა.

კომენტარები