ქართული ოცნება

მელია: 2020-2021 წლებში ოცნებას გაყალბებული არჩევნები ბევრმა დასავლელმა პარტნიორმა გაუმართლა

2020-2021 წლებში ჩვენი დასავლელი პარტნიორების მნიშვნელოვანი ნაწილი მხარს ბიძინა ივანიშვილის ხელისუფლებას უჭერდა. იმ დროს, ქართულ ოცნებას დასავლეთისგან გაცილებით დიდი მხარდაჭერა ჰქონდა, ვიდრე ოპოზიციას. მიხარია, რომ ჩვენი საუკეთესო ქომაგები, პარტნიორები დღეს ქართული საზოგადოების განწყობებთან აბსოლუტურად თანხვედრაში მოსულები არიან. 2020-2021 წლებში ეს ასე არ იყო. 2020-2021 წლებში რომ ბიძინა ივანიშვილმა ქვეყანაში მართვის სადავეები შეინარჩუნა, ამ პროცესში დიდი წილი ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების დამსახურებაა. სიმართლე ესაა და რატომ არ უნდა ვთქვა? 2020-2021 წლებში გაყალბებული არჩევნები ქართულ ოცნებას ჩვენმა ბევრმა დასავლელმა პარტნიორმა გაუმართლა, რომლებმაც ვერ და არ დაიჯერეს, რომ ივანიშვილი ანტისახელმწიფოებრივი ელემენტია.

თქვა კოალიცია ცვლილებისთვის ერთ-ერთმა ლიდერმა, ნიკა მელიამ TV პირველის ეთერში.

კომენტარები