ქართველ პარალიმპიელს, გიგა ოჩხიკიძეს ოქროს მედალი დაუბრუნეს. ქართულმა დელეგაციამ გადაწყვეტილება გაასაჩივრა და კომისიამ ის დააკმაყოფილა.
დღეს, 1-ელ სექტემბერს, გიგა ოჩხიკიძემ პარიზის პარალიმპიადაზე ბირთვის კვრაში მსოფლიო რეკორდი გააუმჯობესა და ოქროს მედალი მოიპოვა, მოგვიანებით კი მას ოლიმპიური ოქრო ჩამოართვეს, რადგან გამარჯვებულად ქართველი პარასპორტსმენის გამოცხადების შემდეგ, მოროკოსა და პოლონეთის დელეგაციებმა შედეგები გააპროტესტეს, ვიდეოგამეორების ნახვის შემდეგ კი მსაჯები მივიდნენ გადაწყვეტილებამდე, რომ ოჩხოკიძემ წესები დაარღვია და მისი შედეგი გააუქმეს.





