რუსული კანონი

ჯაფარიძე: დრო არ ითმენს, საჭირო არის რუსული კანონის დაუყოვნებლივ შეჩერება

ახლა, ამ შენობაში წყდება საქართველოს მოქალაქეების ბედი. კანონი, რომლის გაუქმებაზეც მსჯელობს საკონსტიტუციო სასამართლო ყოველდღიურად უფრო და უფრო მეტ ზიანს აყენებს ჩვენს მოქალაქეებს. 

დღეს გახდა ცნობილი, რომ ფონდი, რომელიც გაჭირვებულ მოქალაქეებს პროდუქტით ეხმარებოდა, რუსული კანონის გამო წყვეტს ფუნქციონირებას. ძალიან ბევრი მსგავსი ორგანიზაცია არის ძალიან დიდი საფრთხის ქვეშ სწორედ რუსული კანონის ამოქმედების გამო. 

სულ ცოტა ხანში გახდება ცნობილი და გავიგებთ ყველა, საკონსტიტუციო სასამართლო დგას ჩვენი მოქალაქეების გვერდით, თუ არა. საკონსტიტუციო სასამართლოს არსებობის განმავლობაში, ალბათ, ყველაზე რთულ დღეს, მოსამართლეებს ძალიან მარტივი არჩევანი აქვთ გასაკეთებელი - ირჩევენ ჩვენი ქვეყნის ევროპულ მომავალს თუ ირჩევენ მომავალს ისეთი ქვეყნების ალიანსში, როგორიც არის რუსეთი, ბელორუსი, ვენესუელა და ა.შ. 

დრო არ ითმენს, საჭირო არის რუსული კანონის დაუყოვნებლივ შეჩერება და შეჩერებული პროექტების ამოქმედება. საქართველო უნდა დაბრუნდეს აღმშენებლობის იმ ტემპში, რაც მიხეილ სააკაშვილმა მის გუნდთან ერთად ჩვენს ქვეყანაში შემოიტანა. 

თქვა მიხეილ სააკაშვილის წარმომადგენელმა სოფო ჯაფარიძემ ბათუმში, საკონსტიტუციო სასამართლოსთან. 

ფონდმა "სიკეთის რევოლუცია" რუსული კანონის გამო ფუნქციონირება შეწყვიტა. 

კომენტარები