ის, რომ საქართველოს კონსტიტუცია საქართველოს მოქალაქეების ცივილიზაციური არჩევანის ყველაზე დიდი და მნიშვნელოვანი განაცხადია, ამაზე არავინ ვდავობთ [...] ჩვენ, პარლამენტის წევრები, როგორც კონსტიტუციური ორგანოს წარმომადგენლები, ვთვლით, რომ ამ სარჩელით ჩვენს კონსტიტუციურ ვალდებულებას ვასრულებთ, რომელიც 78-ე მუხლმა დაგვიწესა და ამიტომ ვართ დღეს, სასამართლოს წინაშე წარმოდგენილი. ამიტომაც ვფიქრობთ, რომ საკონსტიტუციო სასამართლო არის ის კონსტიტუციური ორგანო, ერთადერთი ორგანო, რომელსაც შეუძლია, ქვეყნის ევროპული კურსი შეინარჩუნოს, ან თუ ეს ასე არ მოხდება, ჩვენ გაურკვეველი ვადით ევროკავშირის კარი დაგვეხურება.
tbl.ge/6vw2
დაკოპირდა

თქვა ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობის წევრმა, თამარ კორძაიამ საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე, სადაც დღეს რუსული კანონის წინააღმდეგ შეტანილ სარჩელებს განიხილავენ. კორძაია საპარლამენტო ოპოზიციის ნაწილის სარჩელის ერთ-ერთი თანაავტორია.
ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობათამარ კორძაიასაქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოსაკონსტიტუციო სასამართლორუსული კანონიკანონი უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ
ამავე თემაზე
- გორდულაძე: დარღვევისას პასუხისმგებლობა დაეკისრება გრანტის მიმღებს და არა გამცემს
- სტრასბურგის სასამართლომ აქციაზე დაკავებული გიორგი მექვაბიშვილის საქმეზე დარღვევა დაადგინა
- რუსული კანონის საქმეზე 19 ჟურნალისტისა და ოპერატორის საჩივარი ECHR-მა წარმოებაში მიიღო
- საია: სტრასბურგმა რუსულ კანონზე სარჩელი წარმოებაში ყველა მუხლთან მიმართებით მიიღო
- საია: სტრასბურგის სასამართლომ რუსულ კანონზე საჩივრის განხილვა დაიწყო




