ჩრდილოეთ კორეა

სამხრეთ კორეა: ჩრდ. კორეამ რუსეთს, სავარაუდოდ, შეიარაღებით სავსე 13 000 კონტეინერი გაუგზავნა

ჩრდილოეთ კორეისა და რუსეთის პრეზიდენტები, კიმ ჩენ ინი და ვლადიმირ პუტინი, ფხენიანი, 19 ივნისი
Getty Images

კორეული გამოცემის, Yonhap-ის ინფორმაციით, 2022 წლიდან მოყოლებული ჩრდილოეთ კორეამ რუსეთს გაუგზავნა 13 000-ზე მეტი კონტეინერი, რომელიც, დიდი ალბათობით, იარაღითა და საბრძოლო მასალით იყო დატვირთული. 

კორეული გამოცემა ამ ინფორმაციას სამხრეთ კორეის სამხედრო დაზვერვის ანგარიშზე დაყრდნობით ავრცელებს. სამხრეთ კორეის მმართველი პარტიის დეპუტატისთვის გაგზავნილ ანგარიშში წერია, რომ ჩრდილოეთ კორეის მიერ რუსეთისთვის გაგზავნილი კონტეინერები, შესაძლოა, ჯამში, 6 მილიონზე მეტი საარტილერიო ჭურვით ყოფილიყო დატვირთული.

სამხრეთ კორეის შეიარაღებული ძალები რუსეთ-უკრაინის ომის დაწყებიდან მოყოლებული ახდენს ჩრდილოეთ კორეის მიერ რუსეთისთვის იარაღის ფარულად მიწოდების მონიტორინგს.

"უკრაინაში გახანგრძლივებული ომისთვის მოსამზადებლად, რუსეთმა გადაწყვიტა  ჩრდილოეთ კორეა ფორმალურად აქციოს იარაღისა და საბრძოლო მასალის მომმარაგებლად" – წერია ანგარიშში. 

 

კომენტარები