სალომე ზურაბიშვილის მიერ უკრაინის დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავად პლატფორმა X-ზე გამოქვეყნებულ მილოცვას ზელენსკიმ სამადლობელი ტექსტით უპასუხა.
“გმადლობ, ძვირფასო მეგობარო, თქვენი კეთილი სიტყვებისა და მხარდაჭერისათვის. ჩვენი მეგობარი ქართველები უკრაინელების მსგავსად, აცნობიერებენ, რომ თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის ღირს ბრძოლა. ჩვენი ხალხის კავშირი ყოველთვის ჩვენი ერების თავისუფლების, დამოუკიდებლობის შენარჩუნებას და აყვავებას მოემსახურება". - წერს ზელენსკი.
24 აგვისტოს სალომე ზურაბიშვილმა უკრაინელ ხალხს ქართველი ერის სახელით დამოუკიდებლობის დღე მიულოცა:
"ძვირფასო უკრაინელო მეგობრებო, მთელი გულით და ქართველი ხალხის სახელით მინდა მოგილოცოთ დამოუკიდებლობის დღე!
მინდა გისურვოთ თქვენი მიზნისაკენ წინსვლა, რაც ასევე ჩვენი საერთო მიზანია - თქვენი ქვეყნის ოკუპაციისგან გათავისუფლება, მშვიდობის აღდგენა, თქვენი ქვეყნის სრული სუვერენიტეტი და ტერიტორიული მთლიანობა.
ესაა ჩემი სურვილი თქვენი ქვეყნისათვის, ესაა ჩემი სურვილი ჩემი ქვეყნისათვის და ესაა ჩემი სურვილი ორივე ქვეყნის ევროპული მომავლისათვის". - ასე მიმართავდა იგი უკრაინელებს.





