ქართული ოცნების ამომრჩეველზე შეხედულებები უნდა დავიაფდეითოთ.
ქართული ოცნების ამომრჩეველი ახლა, უმეტესობა (რა თქმა უნდა, გამონაკლისები არსებობს) დარჩენილია ადმინისტრაციული რესურსი და სხვადასხვა პროგრამით თუ დაშინებით მომაგრებული ადამიანები, იდეოლოგიურად ქართული ოცნების ამომრჩეველი მგონი აღარც კი შერჩა ამ ევროპასთან და ამერიკასთან დაპირისპირების მერე, შეიძლება, რაღაც პროცენტი მინიმუმ.
შესაბამისად, გამოდის, რომ ქართულ ოცნებას ჰყავს რაღაცა ბაზა ამომრჩევლის, რომელიც გარანტირებულად მისია, რადგან ან დაშინებით ან ფულით არის მიბმული, რაღაცა იდეოლოგიურად ცოტათი მობმული ხალხი და დანარჩენი მისი ამომრჩეველი აღარც არის. შესაბამისად, ახალი ამომრჩევლის მოძიების პოტენციალიც არ აქვს, ანუ ტექნიკურად რა უნდა დაგვპირდეს, რაზეც არ ვეტყვით, რომ "გექნათ აქამდე თქვე, კაი ხალხო:.
აქედან გამომდინარე, მთელი წინასაარჩევნო კამპანია, მესიჯბოქსი, რაც ვიხილეთ, არის უბრალოდ თავისი ამომრჩევლისთვის გულის მიცემის და დუხზე მოყვანის მცდელობები... ამას წინააღმდეგ ყველაზე ეფექტური გზა არის, რომ დააიგნორო უბრალოდ და აქეთ შექმნა პარალელური პროცესი.





