ტაივანი

ტაივანში 8 ჯარისკაცს ფულის სანაცვლოდ ჩინეთისთვის ჯაშუშობისთვის პატიმრობა შეეფარდა

EPA

ტაივანში 8 ჯარისკაცს ფულის სანაცვლოდ ჩინეთის სასარგებლოდ ჯაშუშობისთვის პატიმრობა შეეფარდა

სასამართლოს დადგენილებით, გადამდგარმა ოფიცრებმა ჯარისკაცები 700 000 ტაივანური დოლარით მოისყიდეს, რათა ჯაშუშთა ქსელში გაწევრიანებულიყვნენ. 

ერთ-ერთმა მსჯავრდებულმა, სასამართლოს დადგენილების მიხედვით, ჯარისკაცების გადაბირებაში საკვანძო როლი შეასრულა - მას პატიმრობის ყველაზე ხანგრძლივი, 13-წლიანი ვადა შეეფარდა. 

ერთ-ერთ გადაბირებულ ჯარისკაცს, რომელსაც ვიცე-პოლკოვნიკის ჩინი ჰქონდა, ჩინეთში ვერტმფრენით გადაფრენისა და ღალატის დაგეგმვისთვის 9 წელი შეუფარდეს. 

"ისინი ფულით შეაცდინეს. [...] თავიანთი ქმედებებით დაარღვიეს მათი ოფიციალური ვალდებულებები, რომ ქვეყნისადმი ერთგულები ყოფილიყვნენ, დაეცვათ ქვეყანა და ხალხი... რათა ტაივანის ხალხის კეთილდღეობა და ეროვნული უსაფრთხოება სერიოზული საფრთხის წინაშე დაეყენებინათ". - წერია სასამართლოს გადაწყვეტილებაში. 

ტაივანში 10 ჯარისკაცს ჩინეთის სასარგებლოდ ჯაშუშობაში ბრალი  წინა წელს წარუდგინეს - აქედან ერთი სასამართლომ გაამართლა, მეორე კი ჯერ არ დაუკავებიათ. 

კომენტარები