კრიმინალი

შსს-მ 2004 წლიდან მძიმე დანაშაულისთვის ძებნილი საზღვრის გადმოკვეთის მცდელობისას დააკავა

შსს

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, თბილისის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა განსაკუთრებით მძიმე დანაშაულისთვის ძებნილი პირი დააკავეს.

შსს-ს ინფორმაციით, 1963 წელს დაბადებული გ.კ. 2004 წელს, თბილისში, ორი პირის მიმართ დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ მკვლელობისთვის იძებნებოდა.

"სამართალდამცველებმა გ.კ. სასაზღვრო სამიგრაციო კონტროლის სამსახურის დარიალის ტერიტორიაზე იმ დროს დააკავეს, როდესაც ის სხვა გვარის გამოყენებით საქართველოს სახელმწიფო საზღვრის გადმოკვეთას ცდილობდა. დაკავებული გ. კ. გადაყვანილია პენიტენციურ დაწესებულებაში". - ნათქვამია განცხადებაში.

კომენტარები