ბიძინა ივანიშვილი არის საქართველოს მშვიდობისა და კეთილდღეობის მთავარი გარანტი. შესაბამისად, ჩვენ ვიცით, რომ რადიკალური ოპოზიცია და განსაკუთრებით მათი მფარველები და პატრონები ყველაფერზე წამსვლელები არიან. მათ ერთად დაისახეს მიზნად, რომ ჩვენი ქვეყანა გაანადგურონ. შესაბამისად, რასაკვირველია, უსაფრთხოების ზომები გარანტირებული და მაქსიმალურად დაცული იქნება, ვინაიდან პირველ რიგში, ეს დღეს საქართველოსთვისაა საჭირო - რადგან, ეს ადამიანები დღეს ჩვენს ქვეყანაში ყველაზე მეტად სწორედაც რომ მშვიდობასა და კეთილდღეობას ებრძვიან.
tbl.ge/6vnm
დაკოპირდა

თქვა ქართული ოცნების დეპუტატმა, რატი იონათამიშვილმა.
21 აგვისტოს ქართულმა ოცნებამ მცხეთაში რეგიონალური ღონისძიება გამართა. ბიძინა ივანიშვილი სიტყვით გამოსვლისას ოცნების სხვა ლიდერებისგან განსხვავებულ ტრიბუნაზე იდგა და მის გარშემო მინის დამცავი ბარიერი იყო დამონტაჟებული.
ამავე თემაზე
- ხუჭუა: ჩემი განხილული საარჩევნო დავა სსკ-ით გათვალისწინებული დანაშაულების ნიშნებს შეიცავს
- მარნეულში, საარჩევნო ყუთში ბიულეტენების ჩაყრისთვის 2 პირს 1-1 წლით პატიმრობა მიესაჯა
- კობერიძე: ამ არჩევნებზე ოპოზიცია არ იყო მზად
- ცესკო: სალომე ზურაბიშვილი საარჩევნო ადმინისტრაციის დისკრედიტაციის მცდელობას აგრძელებს
- ECHR-მ არჩევნებზე ფარულობის დარღვევის შესახებ ჩვენი საჩივარი დაარეგისტრირა – საია




