არჩევნები 2024

ნადირაძე: ჩვენ გუშინ ვნახეთ შეშინებული და დამფრთხალი ოლიგარქი ივანიშვილი

ჩვენ გუშინ ვნახეთ შეშინებული, დამფრთხალი  ოლიგარქი ივანიშვილი. [...] ვნახეთ ივანიშვილი, რომელსაც ფაქტია, რომ არც ერთი სიტყვა არ უთქვამს ხალხის პრობლემების მოგვარებაზე: გაჭირვებაზე,  უმუშევრობაზე,  გაზრდილ ფასებსა თუ დაბალ შემოსავლებზე, რის გამოც ადამიანები, მათ შორის ბავშვები შიმშილობენ ამ ქვეყანაში. 

[...] სამაგიეროდ ისაუბრა ნაციონალური მოძრაობის განადგურებაზე და იმაზე, რომ ამ ქვეყანაში, მისი გამარჯვების შემთხვევაში, გარგძელდება პოლიტიკური დევნა და ძალადობა. 

თქვა ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრმა ირაკლი ნადირაძემ ქართული ოცნების მცხეთაში გამართულ წინასაარჩევნო ღონისძიებასთან დაკავშირებით. 

კომენტარები