რუსეთ-უკრაინის 2022-26 წლის ომი

მედვედევი: მტრის სრულ განადგურებამდე არანაირი მოლაპარაკება არ იქნება

დმიტრი მედვედევი 2022 წლის 9 მაისის აღლუმზე.
REUTERS/Maxim Shemetov

რუსეთის ყოფილი პრეზიდენტის, დმიტრი მედვედევის განცხადებით, რუსეთის კურსკის ოლქში უკრაინის იერიში ნიშნავს, რომ მოსკოვსა და კიევს შორის მოლაპარაკებები არ იქნება მანამ, სანამ უკრაინა ბრძოლის ველზე სრულად არ დამარცხდება.

"მშვიდობის კეთილშობილურ საკითხზე თვითგამოცხადებული შუამავლების უბრალო საუბარი შეწყდა. მაშინაც კი, თუკი ისინი ამას ხმამაღლა ვერ ამბობენ, ყველა ამჩნევს ვითარების სინამდვილეს". - წერს მედვედევი Telegram-ზე.

მედვედევის თქმით, "არანაირი მოლაპარაკებები არ იქნება მანამ, სანამ მტერი [უკრაინა] სრულად და უკიდურესად არ დამარცხდება".

6 აგვისტოდან კურსკის ოლქში საბრძოლო მოქმედებები მიმდინარეობს, ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით ამ დროისთვის უკრაინის შეიარაღებული ძალები კურსკში 92 დასახლებას აკონტროლებს.

კომენტარები