20 აგვისტოს ირანში ავტობუსის ავარიას 28 პაკისტანელი პილიგრიმის სიცოცხლე ემსხვერპლა. ირანული მედიის ცნობით, ავტობუსი, რომელსაც პილიგრიმები გადაჰყავდა, ამოტრიალდა.
როგორც ცნობილია, უბედური შემთხვევა ცენტრალურ ირანში, იაზდის პროვინციაში მოხდა. გარდაცვლილი პილიგრიმების გარდა, ავტობუსის მგზავრებიდან 23 დაშავებულია და ისინი საავადმყოფოში გადაიყვანეს. მათგან 7 კრიტიკულად მძიმე მდგომარეობაშია.
შიიტი პილიგრიმები ავტობუსით პაკისტანის სინდის პროვინციიდან ერაყის წმინდა ქალაქ ქარბალაში მიდიოდნენ. შიიტურ კალენდარში ამ პილიგრიმობას არბაეენი ეწოდება, რაც აღნიშნავს, მოციქული მუჰამედის შვილიშვილის, იმამ ჰუსეინის ქარბალას ბრძოლაში სიკვდილის გლოვის 40-დღიანი პერიოდის დასასრულს.





