არჩევნები 2024

კუპრაძე: გაფართოება არ დასრულებულა, კონსულტაციები მიმდინარეობს

ჩვენს გაერთიანებას გაფართოების პროცესი არ დაუსრულებია, კონსულტაციები მიმდინარეობს [...] პოლიტიკური კონსულტაციები ამჟამადაც მიმდინარეობს, მათ შორის სამოქალაქო საზოგადოებრივ და საპროტესტო ჯგუფებთან. გარდა ამისა, ვეტერანებთან, რომლებიც მთავრობას დავიწყებული ჰყავს. ასევე, ჯანდაცვის სფეროს წარმომადგენლებთან, ექიმებთან. ახალგაზრდულ საპროტესტო ჯგუფებთან, რომლებიც პოლიტიკური პროცესიდან გასული არიან და სამწუხაროდ, არცერთი პარტია მათ აზრს არ ეკითხება. არიან დევნილები, ვისაც საკმაოდ კარგი თვითორგანიზების მაჩვენებელი აქვთ და რომელთა პრობლემები აღარავის ახსოვს. ვგულისხმობ პოლიტიკურ ინდივიდებსაც და არაპოლიტიკურ საზოგადოებრივ ავტორიტეტებსაც. 

თქვა კოალიცია ძლიერი საქართველოს ერთ-ერთმა ლიდერმა, ირაკლი კუპრაძემ TV პირველის ეთერში. 

კომენტარები