ლიტვა

ლიტვაში ბელარუსის საზღვართან გერმანული სამხედრო ბაზის მშენებლობა დაიწყო

Alexander Welscher/dpa/picture alliance

ლიტვაში, რუდნინკაიში ბელარუსის საზღვართან გერმანული სამხედრო ბაზის მშენებლობა დაიწყო. სამხედრო ბაზა ბელარუსის საზღვრიდან 20 კილომეტრში შენდება.

"თუ ჩვენ არ ვიქნებით უსაფრთხოდ, უსაფრთხოება არც მათთვის [გერმანიისთვის] იარსებებს" - თქვა ლიტვის პრემიერმინისტრმა ინგრიდ სიმონიტემ. 

ეს სამხედრო ბაზა მეორე მსოფლიო ომის შემდეგ პირველი მუდმივი გერმანული ბაზა იქნება გერმანიის საზღვრებს გარეთ. როგორც ცნობილია, სამხედრო ბაზაში 4 000-მდე სამხედრო განთავსდება. მშენებლობის დასრულება 2027 წელს იგეგმება. ბაზის აშენების გადაწყვეტილება ქვეყნებმა 2022 წელს რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ მიიღეს.

2024 წელს პირველად ლიტვამ თავდაცვის ბიუჯეტი მშპ-ს 3%-მდე გაზარდა. 

კომენტარები