შინაგან საქმეთა სამინისტროს საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტის დირექტორად ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს ყოფილი ხელმძღვანელი, მამუკა ჯანგულაშვილი დაინიშნა.
ჯანგულაშვილმა ამ თანამდებობაზე გიორგი თვაური შეცვალა, რომელიც თავის მხრივ, ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს ხელმძღვანელი გახდა.





