ბათუმი

ბათუმში სექსუალური ძალადობის ბრალდებით 1 პირი დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ბათუმში სექსუალური ძალადობის ფაქტზე 1 პირი დააკავეს. 

აჭარა თაიმსის მიხედვით, ბრალდებული ბათუმის ბოტანიკური ბაღის თანამშრომლია და მან სავარაუდოდ, უცხო ქვეყნის მოქალაქე გააუპატიურა. 

როგორც ტაბულას შსს-ში უთხრეს, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 137-ე მუხლით მიმდინარეობს. 

კომენტარები