სიცილიაში პალერმოსთან ახლოს ზღვაზე წარმოქმნილ ქარბორბალას ერთი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, ხოლო ექვსს კვლავ ეძებენ. როგორც ცნობილია, ქარბორბალამ ზღვაში იახტა გაიტაცა, სადაც გარდაცვლილი პირი და დაკარგულები ისვენებდნენ. იახტიდან კიდევ რვა ადამიანი სტაბილურ მდგომარეობაშია და კლინიკაშია გადაყვანილი.
სასაზღვრო დაცვის პრესსპიკერის თქმით, გარდაცვლილის ცხედრის ლოკაცია დადგენილია, თუმცა მისი ამოყვანა ჯერჯერობით ვერ ხერხდება. გავრცელებული ინფორმაციით, 56 მეტრის სიგრძის იახტა უბედური შემთხვევის შედეგად ჩაძირულია. იახტა დიდი ბრიტანეთის დროშის ქვეშ ცურავდა.
დაკარგულებს შორის ბრიტანელები, ამერიკელები და კანადელები არიან, მათ შორის არა მხოლოდ მგზავრები, არამედ ეკიპაჟის წევრებიც. იახტა სიცილიის საპორტო ქალაქ მილაცოდან 14 აგვისტოს გავიდა.