ილონ მასკმა უარყო, რომ რამზან კადიროვს Tesla-ს მანქანა აჩუქა. მილიარდერმა სოციალურ ქსელში ჟურნალისტ სეტ აბრამსონს მიმართა.
"მართლა ასეთი ჩამორჩენილი ხარ და იფიქრე, რომ რუს გენერალს Cybertruck(Tesla-ს ერთ-ერთი მოდელ) ვაჩუქე"? – წერს სოციალურ ქსელში მასკი.
17 აგვისტოს ჩეჩნეთის ლიდერმა, რამზან კადიროვმა ვიდეო გამოაქვეყნა, რომელშიც ტყვიამფრქვევით აღჭურვილ Cybertruck-ზე ამბობდა, რომ ილონ მასკმა პირადად აჩუქა.
აბრამსონმა სოციალურ ქსელში კადიროვის სიტყვებზე დაყრდნობით პოსტი გამოაქვეყნა, რომელშიც მილიარდერი უპასუხისმგებლობაში დაადანაშაულა.