ბრაზილია

მასკის თქმით, X-ის კომპანია ცენზურის მოთხოვნის გამო ბრაზილიაში მუშაობას წყვეტს

 Marc Piasecki/Getty Images

X-ის მფლობელის, ილონ მასკის თქმით, კომპანია "ცენზურის ბრძანებების" გამო ბრაზილიაში მუშაობას წყვეტს, მაგრამ სოციალური ქსელი ბრაზილიის მოსახლეობისთვის კვლავ ხელმისაწვდომი იქნება. 

კომპანიის თქმით, ბრაზილიის ერთ-ერთი უზენაესი მოსამართლე, ალექსასნდრე დე მორაესი X-ის ერთ-ერთ იურიდიულ წარმომადგენელს საიდუმლოდ დაემუქრა და უთხრა, რომ დააპატიმრებდნენ, თუ კომპანია ბრძანებას არ დაემორჩილებოდა და პლატფორმიდან გარკვეულ შიგთავსს არ აიღებდა. 

"ბრაზილიაში "მოსამართლე" ალექსანრე დე მორაესის წარდგენილი მოთხოვნების გამო, რომლები გვაიძულებდა, რომ დაგვერღვია (საიდუმლოდ) ბრაზილიური, არგენტინული, ამერიკული და საერთაშორისო სამართალი, X-ს ბრაზილიაში ადგილობრივი მუშაობის შეწყვეტის გარდა სხვა არჩევანი აღარ რჩება. ის სამართლის აბსოლუტური სირცხვილია". - დაწერა მასკმა X-ზე. 

მანამდე, წლის დასაწყისში, მორაესმა სიძულვილის შემცველი შიგთავსისა და ყალბი ინფორმაციის გავრცელების გამოძიების ფარგლებში X-ს გარკვეული ანგარიშების შეზღუდვა მოსთხოვა. თუმცა, მასკმა მორაესის გადაწყვეტილება არაკონსტიტუციურად მოიხსენია და თქვა, რომ შეზღუდულ ანგარიშებს აღადგენდნენ.

მოგვიანებით, მოსამართლემ მასკის წინააღმდეგ გამოძიება აღძრა. 

კომენტარები