კანადა

კანადაში, ქალაქ მონრეალის აღმოსავლეთ ნაწილი დაიტბორა, ევაკუირებულია 150 000 მოსახლე

მონრეალი
Global News

კანადაში, ქალაქ მონრეალში, ჟაკ კარტიეს ხიდთან მდებარე საგზაო მაგისტრალზე წყლის მილის ამოხეთქვამ ქალაქის აღმოსავლეთ ნაწილის დატბორვა და 150 000 მოსახლის ევაკუირება გამოიწვია - ამის შესახებ ინფორმაციას კანადური მედია გამოცემა, Global News-ი ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, წყლის მილი, რომელიც დაზიანდა 1985 წელს დამონტაჟდა პირველად. 

მონრეალის მერის, ვალერი პლანტეს თქმით, სიტუაცია ამ ეტაპზე კონტროლს ექვემდებარება - ადგილზე ინტენსიურად მუშაობდა მეხანძრეების გუნდი.  

კომენტარები