უახლოეს დღეებში კიდევ უფრო ცხადი გახდება, რომ გვაქვს ძალიან მკაფიო გეგმები. ეს არ არის მხოლოდ ზოგადი განცხადება. რეალურად, ამ პოლიტიკური ძალის [ნაციონალური მოძრაობა] გასამართლება არის პრინციპულად მნიშვნელოვანი იმისათვის, რომ ერთხელ და სამუდამოდ დაისვენოს ქვეყანამ, არ იყოს მუდმივად ერთგვარ რევოლუციის მცდელობის რეჟიმში და ა.შ. ამიტომ, ეს არის ჩვენი პრინციპული გადაწყვეტილება, რომელიც აუცილებლად აღსურლდება არჩევნების შემდეგ.
რაც შეეხება დოკუმენტების როლს ამ გამოძიების პროცესში, რა თქმა უნდა როგორც ერთი, ისე მეორე დოკუმენტი არის უშუალო მტკიცებულება. ერთ შემთხვევაში, ნაციონალურმა მოძრაობამ პირდაპირ ხელი მოაწერა, მხარი დაუჭირა ევროსაბჭოს რეზოლუციას და ამით მათ აღიარეს ომის დაწყება, შესაბამისად, ეს არის ერთ-ერთი დოკუმენტური მტკიცებულება მათ მიერ ჩადენილ ღალატთან დაკავშირებით.
ხოლო, რაც შეეხება ტალიავინის დასკვნას, ისინი დაეთანხმნენ იმ მტკიცებულებებს და დასკვნებს რაც იყო წარმოდგენილი ამ კომენტში.
შესაბამისად, ორივე დოკუმენტი არის პირდაპირი მტკიცებულება, რომელიც უტყუარად ადასტურებს იმ ღალატს, რომელიც ჩაიდანა თავის დროზე ნაციონალურმა მოძრაობამ, სააკაშვილის ავტორიტარულმა რეჟიმმა. თუმცა, ამის მიღმა, მნიშვნელოვანია სხვა მტკიცებულებების გამოკვლევაც იმისათვის, რომ ცხადად აღსრულდეს სამართალი იმ ადამიანების წინააღმდეგ, რომლებმაც ამხელა ზიანი მიაყენეს ჩვენს ქვეყანას 2008 წელს.