საქართველოს საპატრიარქო

საპატრიარქოს უნივერსიტეტს მთავრობა 2 მილიონ ლარს გამოუყოფს

საქართველოს მთავრობა

14 აგვისტოს გამოცემული განკარგულების მიხედვით, საპატრიარქოს უნივერსიტეტს მთავრობა 2 მილიონ ლარს გადასცემს.

"საქართველოს 2024 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ საქართველოს კანონის საფუძველზე, საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრომ ა(ა)იპ – საქართველოს საპატრიარქოს წმიდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართული უნივერსიტეტის (ს/ნ: 205233022) ფინანსური დახმარების (2 000 000 (ორი მილიონი) ლარი) გაწევის მიზნით განახორციელოს შესაბამისი ღონისძიებები". - წერია განცხადებაში.

განკარგულებას ხელს აწერს საქართველოს პრემიერი ირაკლი კობახიძე.

კომენტარები