13 აგვისტოს პოლონეთმა აშშ-სთან ხელი მოაწერა შეთანხმებას, რომელიც AH-64E Apache-ის ტიპის მოიერიშე ვერტმფრენის 96 ერთეულის შეძენას ითვალისწინებს.
პოლონეთის თავდაცვის მინისტრმა, ვლადისლავ კოსინიაკ-კამიშმა თქვა, რომ აპაჩის ტიპის ვერტმფრენები ახალი საბრძოლო შესაძლებლობების მომტანი იქნება და მათი საჰაერო ძალების პოსტსაბჭოთა Ми-24-ებს ჩაანაცვლებს.
აქამდე, 2023 წლის აგვისტოში აშშ-მ დაამტკიცა პოლონეთთან 12 მილიარდი დოლარის ღირებულების შესყიდვის შეთანხმება, რომელშიც აპაჩის ვერტმფრენებიც შედიოდა.
ხელშეკრულება ვერტმფრენების გარდა მოიცავს მათი, მათთვის განკუთვნილი აეროპორტებისა და ანგარების შენახვა-შეკეთებისთვის გათვალისწინებულ აღჭურვილობასაც, ასევე დამატებით ნაწილებს, საბრძოლო მასალას, წვრთნითა და ტექნიკური დახმარებით უზრუნველყოფას.