დაძაბულობა ახლო აღმოსავლეთში

ჰეზბოლამ ჩრდილოეთ ისრაელის მიმართულებით 25 რაკეტა გაისროლა

Ayal Margolin/REUTERS

14 აგვისტოს, გვიან ღამით ჩრდილოეთ ისრაელის მიმართულებით ტერორისტულმა დაჯგუფება ჰეზბოლამ დაახლოებით 25 რაკეტა გაუშვა. ინფორმაციას გამოცემა Times Of Israel ავრცელებს

განგაშის სიგნალი ისმოდა ზემო გალილეის რეგიონში, კერძოდ, მერონის მთაზე, ქალაქ ჰურფეიშში, ელკოშის დასახლებაში, სოფელ ფასუტასა და ბეით-ჯანში.

ისრაელის თავდაცვის ძალების განცხადებით, 25-ვე რაკეტა დაუსახლებელ ტერიტორიებზე ჩამოვარდა, იერიშის შედეგად კი არავინ დაშავებულა.

იერიშზე პასუხისმგებლობა ჰეზბოლამ აიღო და განაცხადა, რომ თავდასხმის სამიზნე რეგიონში არსებული ისრაელის სამხედრო ბაზები იყო. 

კომენტარები