უბედური შემთხვევა

მაშველებმა დაკარგული მთამსვლელის, არჩილ ბადრიაშვილის ცხედარი იპოვეს

არჩილ ბადრიაშვილი

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, მეხანძრე-მაშველებმა დაკარგული მთამსვლელის ცხედარი იპოვეს.

მათივე ცნობით, ცხედარი სვანეთში, მწვერვალ შხელდაზე, დაახლოებით 3800 მეტრის სიმაღლეზე, კლდოვან ფერდობზე იპოვეს.

"სამძებრო-სამაშველო ოპერაციის ფარგლებში, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის განსაკუთრებულ სიტუაციებზე რეაგირების მთავარი სამმართველოს მეხანძრე-მაშველების მიერ, შესაბამისი სპეც-ტექნიკისა და სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენის ჩართულობით მთამსვლელის ცხედარი გადმოსვენებულია და მიმდინარეობს შესაბამისი პროცედურები." - წერია განცხადებაში.

დაღუპული მთავმსლელი 34 წლის არჩილ ბადრიაშვილია, რომელსაც არსებული ინფორმაციით მეხი დაეცა.  უბედური შემთხვევა 11 აგვისტოს მოხდა. შსს-მ მთამსვლელების ოთხკაციანი ჯგუფიდან სამი - სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენით მესტიაში გადაიყვანა.

კომენტარები