12 აგვისტოს ღამეს ჰეზბოლამ ლიბანიდან ჩრდილოეთ ისრაელის მიმართულებით 30 რაკეტა გაუშვა. თავდაპირველად, რაკეტების გაშვების შესახებ ინფორმაცია ისრაელის თავდაცვის ძალებმა გაავრცელა.
მოგვიანებით, ეს ინფორმაცია თავად ჰეზბოლამ დაადასტურა და თავდასხმაზე პასუხისმგებლობა აიღეს. ეს ინფორმაცია ჰეზბოლას წარმომადგენლებმა ჰეზბოლასთან აფილირებული მედია Al Mayadeen-ის საშუალებით გაავრცელეს. მათი თქმით, იერიშის სამიზნე სამხედრო ბაზები იყო.
როგორც ცნობილია, ჰეზბოლას თავდასხმას მსხვერპლი არ მოჰყოლია და არავინ დაშავებულა. რაკეტების ნაწილი დაუსახლებელ ტერიტორიაზე ჩამოვარდა. ისრაელის თავდაცვის ძალების ცნობით, მათ საპასუხო ცეცხლი გახსნეს იმ ტერიტორიაზე, საიდანაც ჰეზბოლა აღნიშნულ რაკეტებს უშვებდა.





