საქართველო-აშშ

საქართველოში მყოფი სენატორი შაჰინი და კონგრესმენი ტერნერი გამყოფ ხაზთან ჩავიდნენ

საქართველოში ოფიციალური ვიზიტით მყოფი ამერიკელი სენატორი, ჯინ შაჰინი და კონგრესმენი მაიკ ტერნერი ოკუპირებულ ტერიტორიებთან, გამყოფ ხაზთან ჩავიდნენ. ინფორმაციას აშშ-ს საელჩო ავრცელებს.

"16 წელი გავიდა მას შემდეგ, რაც რუსეთი საქართველოში შემოიჭრა. რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიის 20%-ის მიმდინარე ოკუპაცია და ბორდერიზაცია დღემდე ძირს უთხრის საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას და ქართველებზე გავლენას ახდენს.

ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, სენატორი შაჰინი და კონგრესმენი ტერნერი ადმინისტრაციულ გამყოფ ხაზთან ჩავიდნენ. აშშ რუსეთს კვლავ მოუწოდებს, შეასრულოს 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებითა და გაეროს წესდებით ნაკისრი ვალდებულებები". - წერია საელჩოს განცხადებაში.

სენატორი შაჰინი და კონგრესმენი ტერნერი საქართველოში გუშინ, 9 აგვისტოს ჩამოვიდნენ. ამ დრომდე, მათ შეხვედრები უკვე გამართეს პრეზიდენტთან, პრემიერთან, მთავრობის სხვა წევრებთან, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან და სტუდენტებთან.

კომენტარები