ამერიკელი რეპერი ტრევის სკოტი პარიზში პირად მცველთან ჩხუბის გამო პოლიციამ დააკავა. ინფორმაციას ამის შესახებ საფრანგეთის ოფიციალური უწყებები ავრცელებენ.
გავრცელებული ინფორმაციით, ტრევის სკოტი თავს დაესხა დაცვის თანამშრომელს, რომელიც სასტუმროში George V ორი ადამიანის გაგდებას ცდილობდა. საფრანგეთის პროკურატურის წარმომადგენელმა AFP-ს და Reuters-ს დაუდასტურა, რომ ტრევის სკოტის წინააღმდეგ საქმე აღძრეს.
როგორც ცნობილია, ტრევის სკოტი პარიზში ოლიმპიადაზე დასასწრებად იმყოფება და წინა დღეებში ის აშშ-სერბეთის საკალათბურთო ნაკრებების თამაშს ესწრებოდა.





