ჰამასი ისრაელთან მოლაპარაკებების პროცესში პალესტინური პოლიტიკური მოძრაობის ფატას ლიდერის, ტერორისტის, მარვან ბარგუტის გათავისუფლებას ითხოვს. ინფორმაციას ამის შესახებ Sky News Arabia ავრცელებს.
როგორც ცნობილია, ჰამასი ბარგუტის გათავისუფლებას ცეცხლის შეწყვეტის და მძევლების გათავისუფლების შეთანხმების პირველ ფაზაში ითხოვს. Sky News Arabia-ს ცნობით, ამ მოთხოვნას მედიატორები, მათ შორის აშშ-ს წარმომადგენლები ეთანხმებიან. გავრცელებული ინფორმაციით, პალესტინელი პოლიტიკური ლიდერი შესაძლოა გათავისუფლებულ პატიმრებს შორის ერთ-ერთი პირველი იყოს.
ისრაელის სასამართლომ მარვან ბარგუტის სამი ტერორისტული აქტის მოწყობასა და ხუთი ადამიანის მკვლელობისთვის უვადოდ თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. მოლაპარაკებები ისრაელსა და ჰამასს შორის ცეცხლის შეწყვეტისა და ტყვეების გათავისუფლების შესახებ რამდენიმე თვეა მიმდინარეობს.





