სპეციალური საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, ძალადობისა და მუქარის ფაქტზე შინაგან საქმეთა სამინისტროს დაცვის პოლიციის დეპარტამენტის ინსპექტორი დააკავეს.
"გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა სამართალდამცავმა, 2024 წლის 6 აგვისტოს, დუშეთის რაიონის სოფელ ზემო ბულაჩაურში დაზარალებულს სახის და თავის არეში დაზიანებები მიაყენა და დაემუქრა მისი და მისი შვილების სიცოცხლის მოსპობით" - აღნიშნულია უწყების განცხადებაში.
სპეციალური საგამოძიებო სამსახურის ცნობით, გამოძიება მას შემდეგ დაიწყო, რაც დაზარალებულმა ქალმა უწყებას მიმართა.
სამართალდამცავი დღეს, 7 აგვისტოს დააკავეს. ბრალდება მას 48 საათში წარედგინება.
დანაშაული 3 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.





