2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომი

მოვუწოდებთ რუსეთს, შეწყვიტოს საერთაშორისო სამართლის დარღვევა – ნორვეგია ომის 16 წლისთავზე

ნორვეგიის საგარეო საქმეთა სამინისტრო 2008 წლის ომიდან 16 წლისთავზე მოუწოდებს რუსეთს, "შეწყვიტოს საერთაშორისო სამართლის დარღვევა და პატივი სცეს მეზობელი ქვეყნების სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას". 

"2008 წლის აგვისტოში, რუსული ჯარები საქართველოში შეიჭრნენ.

16 წლის შემდეგ, ოკუპაცია გრძელდება.

საქართველოში ისევე, როგორც უკრაინაში, ჩვენ კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ რუსეთს, შეწყვიტოს საერთაშორისო სამართლის აშკარა დარღვევა და პატივი სცეს მეზობელი ქვეყნების სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას". - ნათქვამია ნორვეგიის საელჩოს მიერ გამოქვეყნებულ განცხადებაში.

კომენტარები