ლარი დოლართან 0.16 თეთრით გამყარდა, ხოლო ევროსთან - 3.16 თეთრით გაუფასურდა. 5 აგვისტოს ვაჭრობის შედეგად, ერთი დოლარის ოფიციალური გაცვლითი კურსი 2.7059 ლარია, ერთი ევროსი - 2.9608 ლარი.
- თურნავა ლარის გაუფასურებას "არაფრიდან წარმოქმნილ აჟიოტაჟს" უწოდებს
- კობახიძე: მადლობა ნათია თურნავას, ეფექტიანად მართა პროცესი და უზრუნველყო ლარის სტაბილურობა
კომერციულ ბანკებში 1 დოლარი 2.75 ლარი ღირს, 1 ევრო - 3.03 ლარი. რაც შეეხება სავალუტო ჯიხურებს, 1 დოლარის ფასი 2.71 ლარია, ევროსი - 2.98 ლარი.
რუსული კანონის მიღების შემდეგ ეროვნულმა ბანკმა ლარის სტაბილურობისთვის რეზერვებიდან 168 700 000 აშშ დოლარი გაყიდა.





