მიხეილ სააკაშვილის საქმე

ხვიჩია: ვივამედის ხელმძღვანელმა დამამშვიდა - სააკაშვილი უკეთეს, უფრო დიდ ოთახში გადაიყვანეს

თავიდან მეც ის ვიფიქრე, რომ ციხეს აჩვევენ, მაგრამ მერე დავუკავშირდი ქალბატონ ნინოს, ვივამედი  ხელმძღვანელს და მან დამამშვიდა ამ თვალსაზრისით, მითხრა, რომ მიხეილ სააკაშვილი უკეთეს და უფრო დიდ ოთახში გადაიყვანეს, სადაც, ორის ნაცვლად, უკვე სამი ოთახი აქვს და ტელევიზორიც, მგონი, თუ არ ვცდები, დღეიდან ექნება.

„ეს პასუხი რომ მოვისმინე, ვერ მივხვდი, რაზე იყო ატეხილი ეს ქარიშხალი ჭიქაში, ალბათ უახლოეს საათებში ნათელი მოეფინება, ბატონ სააკაშვილს აქვს თუ არა ტელევიზორი. 

საზოგადოებრივი მაუწყებლის ცნობით, ამბობს გირჩის დეპუტატი იაგო ხვიჩია მიხეილ სააკაშვილის დედის და თანაგუნდელების გავრცელებულ ინფორმაციაზე, რომ ექსპრეზიდენტს ვივამედში პალატა შეუცვალეს და კლინიკის მე-8 სართულზე გადაიყვანეს, სადაც ტელევიზორი არ არის.

კომენტარები